06:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 18:16:38, 2451 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობა გაიზრდება

  “ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობა გაიზრდება“,-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მტავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვაჟა ფშაველას პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია.

 „ვაჟა ფშაველას პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გამოვიტანეთ ცვლილებათა პაკეტი სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში, რომლიც ითვალისწინებს ლიტერატურის დარგში, პროზის, პოეზიის  და პუბლიცისტიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებისთვის, რომლებიც შეიძენს და მიიღებს ეროვნულ აღიარებას, შესაძლებლობა იყოს რომ წარდგენილი იქნას  ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიაზე. ასევე ხდება გაყოფა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის, ეროვნული პრემიების და ვფიქრობთ, რომ შოთა რუსთაველის პრემია იყოს ლიტერატურის დარგში, ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში, ხოლო მეცნიერებისთვის იყოს კონ კრეტულად ეროვნული პრემია რაც მეცნიერების მიმართულებით კიდევ უფრო წაახალისებს უმაღლესი ჯილდოსთვის ბრძოლას, მუშაობას და ჩვენი მეცნიერების გამნვითარებას“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics