|
2017-07-21 13:06:22, 2618 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: დიპკორპუსთან შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ეს არის შეხვედრა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შევაჯამოთ ჩვენი ეკონომიკის 6 თვის შედეგები, ასევე, ვისაუბროთ იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივა, კონკრეტული ნაბიჯები ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის წახალისებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისად, ვიმსჯელოთ იმ ძირითად გზავნილებზე, რომლებზეც ჩვენმა ელჩებმა უკვე იმ ქვეყნებში დაბრუნებისას უნდა ისაუბრონ, სადაც ისინი მსახურობენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და არის კონკრეტული შედეგები, ქვეყნები, საიდანაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოდის. „გარდა ამისა, დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, წარმოდგენილია ახალი მოდელი, რომელშიც საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, საპარტნიორო ფონდი ახლებურად უდგებიან ექსპორტის წახალისებას, ინვესტიციების მოზიდვას. შესაბამისად, ამ მიმართულებამ უნდა იმუშაოს. საელჩოების ჩართვა, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც ინვესტიციების, ისე ექსპორტის ზრდას,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)