21:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 22:11:51, 2775 ნახვა

მსოფლიო
ტანგოს ცეკვავს ორი - გერმანიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა იძაბება

"თურქეთი  არასტაბილური ქვეყანაა, როგორც გერმანული ინვესტიციებისთვის, ასევე გერმანიის მოქალაქეებისთვის" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია გადახედავს ინვესტიციების პოლიტიკას თურქეთის რესპუბლიკაში.

"არავის არ ურჩევ, ინვესტიცია მოახდინოს ეკონომიკაში, სადაც არ მუშაობს სამართლებრივი თანასწორობის პრინციპი. ქვეყანაში სადაც კომპანიებს ტერორისტულ ორგანიზაციებად აცხადებენ და ადამიანებს უაპელაციოდ იჭერენ, ასეთ ქვეყანასთან გერმანიას არ შეიძლება კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თურქეთში დაცული იქნება, სიტვის და გამოხატვის თავისუფლება. შემოქმედების თავისუფლების უფლება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, თურქეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და მეგობრობაზე. თუმცა ტანგოს ცეკვავს ორი" - განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.

გერმანიის საგარეო მინისტრის განცხადებას პრეზიდენტ ერდოღანის წარმომადგენელი, იბრაგიმ კალინი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გერმანული მხარის ნაბიჯი არის თურქული სასამართლო სისტების აშკარა უპატივცემულობა. "არავის დავუთმობთ ჩვენს თავისუფლებას" - დასძინა ერდოღანის წარმომადგენელმა.

გერმანიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. გერმანული პრესა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებით, დაკავებული იქნა გერმანელი რეჟისორი პიტერ შტოინერი, მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics