16:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 18:56:40, 946 ნახვა

რეგიონი
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, უმოკლეს ვადებში  მოხდა გზის გაწმენდა და სავალი ნაწილის აღდგენა“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ  ძლიერი წვიმების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 მონაკვეთზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალული იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics