15:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 16:56:16, 3071 ნახვა

სამართალი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „ავტოჰაბი“ შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიას კომპანია „ავტოჰაბიც“ შეუერთდა.

„ავტოჰაბის“ თანამშრომლებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები კომპანიის კუთვნილი ავტობაზრობების ტერიტორიაზე მდგარ 300-მდე ავტომანქანაზე განათავსეს. მათ ავტომანქანების საყიდლად მისულ მოქალაქეებს შსს-ს კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს, კამპანიაში ჩართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics