14:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 11:49:35, 805 ნახვა

რეგიონი
ფოთის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა

ფოთის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა.

როგორც „ექსპრესნიუს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს,  44 წლის ქალბატონი  ფოთის ევექსის კლინიკაშია გადაყვანილი:

„10:39-ზე შემოვიდა გამოძახება და ეკიპაჟი მივიდა 10:42-ზე. 44 წლის ქალბატონი პირველადი დახმარების შემდეგ,  გადაიყვანეს ფოთის ევექსის კლინიკაში. სასწრაფოს 3 ეკიპაჟია ადგილზე მობილიზებული. ამ დრომდე მოემსახურნენ 16 პაციენტს“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

ფოთის ბაზრობაზე  ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მას გამოძიება შეისწავლის, თუმცა მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი ხელოვნურად იყოს გაჩენილი. ჯერჯერობით ასევე უცნობია, მოვაჭრეთა რა რაოდენობის პროდუქცია გადარჩა. ბაზრობის დირექტორი ამბობს, რომ საქონელი დაზღვეული არ იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics