|
2017-06-29 14:25:22, 2338 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი „ოცნებას“: თქვენი ლოზუნგი - „სწრაფი განვითარება“ მახსენებს ლენინურ ლოზუნგს - „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან“
„ჩვენ ქვეყანას დასჭირდა 4 წელიწადი იმისათვის, რომ თქვენ რაღაცა გესწავლათ. კარგია, რომ სწავლობთ, მაგრამ 4 წელი ბევრია“, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. როგორც რატიანმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ბოლო რამდენიმე თვეა იმ კანონების უმრავლესობა გამოაქვს, რომელიც წინა წლებში დაშვებული შეცდომების რევიზიაა. „გუშინ, მაგალითად ნახევარი დღე მოვანდომეთ იმას, რომ ორი კვირის წინ მივიღეთ რაღაცა კანონი და დღეს ვცვლით. თქვენი ლოზუნგი -„სწრაფი განვითარება“, მაგონებს ლენინურ ლოზუნგს „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“,-განაცხადა რატიანმა. მანვე აღნიშნა, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. „ფაქტობრივად, უნდა ვთქვათ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება არის უკან გადადგმული ნაბიჯი როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იმიტომ რომ ევროპასთან, დასავლეთთან დაახლოება და იმ სისტემის შემოღება სწორედ ნიშნავს თვითმმართველი ქალაქების განვითარებას. ეს არის ჩვენი ხსნა. გუშინ, გუშინწინ და მის წინა მოსმენაზე ჩვენ მაგალითად გვესმოდა „ქართული ოცნების“ გამომსვლელის კრიტიკა, ისე კარგად და ზუსტად აკრიტიკებდა, თქვენ მიერ მიღებულ კანონს, რომელიც მიიღეთ სამი წლის წინ, მოვიხიბლე პირდაპირ. ყველა შეცდომები რაც დაუშვით ამ სამი წლის განმავლობაში, ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ მოვახერხეთ ისეთი საფუძვლიანი კრიტიკა როგორც ეს მოახერხეთ თქვენ. მართალია, ბიუროკრატია გაზარდეთ, სერიოზული პრობლემაა, სამი წლის განმავლობაში ფლანგეთ ეს ფულები. ის რომ გაყავით მუნიციპალიტეტები ეს იყო სისულელე. თქვენი გათვლებითაც სადღაც 40 მილიონამდე არის გაფლანგული. ჩვენ ქვეყანას დასჭირდა 4 წელიწადი იმისათვის, რომ თქვენ რაღაცა გესწავლათ. კარგია, რომ სწავლობთ, მაგრამ 4 წელი ბევრია. „უკაცრავად შეგვეშალა, მაგრამ 40 მილიონად ვისწავლეთ“, მაგრამ ძალიან ძვირი გვიჯდება ჩვენ. ერთი რამ უნდა გვქონდეს გააზრებული საქართველოში რეგიონული ცენტრების განვითარება არის ხსნა. ამისთვის წინა წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა“,-განაცხადა სერგო რატიანმა.
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)