08:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 18:10:02, 2205 ნახვა

სამართალი
სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს, - ამის შესახებ სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსმა ირაკლი ლომიძემ განაცხადა.

როგორც ლომიძემ აღნიშნა, საექსტრადიციო მოთხოვნის დროს, კონკრეტული ვადაა განსაზღვრული.

„იმ დღიდან, როცა სამინისტროს საექსტრადიციო დოკუმენტაცია მიაწოდეს, ერთი თვის ვადაში სამინისტრო ვალდებულია, მოამზადოს საბოლოო გადაწყვეტილება, ანუ რადგან საექსტრადიციო დოკუმენტაცია 7 ივნისს მივიღეთ, გადაწყვეტილება 7 ივლისს მზად უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ლომიძემ.

ცნობისთვის, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 29 ივნისს გაესაუბრებიან.

შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics