|
2017-06-28 16:25:43, 2705 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ოფიციალურ ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში „უპასუხისმგებლო ქმედებებისგან“ თავი შეიკავოს
რუსეთი ოფიციალურ ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში "უპასუხისმგებლო ქმედებებისგან" თავი შეიკავოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვაშინგტონის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიური შეტევის განსახორციელებლად ემზადება, ტერორისტებისთვის ერთგვარი მესიჯია, რათა მასშტაბური პროვოკაცია განახორციელონ. "არ შეგვეძლო, რომ ყურადღება არ მიგვექცია თეთრი სახლის პრესსპიკერის შონ სპაისერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს სირიის ხელისუფლება მოსახლეობაზე მორიგი ქიმიური თავდასხმის განხორციელებას აპირებს. მათ შორის სპაისერმა აღნიშნა, რომ ბაშარ ალ-ასადი ამის სანაცვლოდ მაღალ საფასურს გადაიხდის. ეს ვაშინგტონის მიერ განხორციელებული მორიგი ინსინუაციებია. რაც შეეხება ვაშინგტონის საომარ რიტორიკას, საჭიროდ ჩავთვალეთ გავაფრთხილოთ ამერიკელი კოლეგები უპასუხისმგებლო ქმედებებისგან თავი შეიკავონ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გაერო-ს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, როგორც ეს მოხდა 7 აპრილს, „შაირათის“ ავიაბაზაზე განხორციელებული ავიადარტყმებისას. რუსეთი გააგრძელებს მოთხოვნას, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი, სრულფასოვანი და პროფესიონალური გამოძიება ჩატარდეს და გამოძიების დროს საკითხის პოლიტიზირება არ მოხდეს ", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)