20:22 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 12:41:30, 2135 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება რეფორმების განხორციელებაში

ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენთან უკვე წარმატებით ჩატარდა, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და იქ არსებულ საგადასახადო-საბაჟო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს. 

„ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებისა და ბიუჯეტირების მიმართულებით, არის მნიშვნელოვანი, რომლის გაზიარებაზეც ჩვენ ავღანეთის მხარესთან ჩვენ შევთანხმდით,“ - აღნიშნა  დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ავღანეთის ფინანსთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უწოდა. 

 „ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეწარმეებისათვის ავღანეთის ბაზრის გახსნა და იმ ძირითადი პროდუქტების შეტანა, რომლებიც საქართველოს გააჩნია“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

ასეთ პროდუქტებს შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა წყალი, მინერალური წყალი, ცოცხალი საქონელი და სხვა მიმართულებები, რომლითაც შესაძლებელია საქართველოდან ექსპორტის გაზრდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics