15:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 16:37:51, 2103 ნახვა

საზოგადოება
მუსტაფა ემრე ჩაბუქს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები 29 ივნისს გაესაუბრებიან

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 29 ივნისს გაესაუბრებიან.

ინტერვიუს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ერთ-ერთი ადვოკატი ვახტან კვიჟინაძე დაესწრება.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ადვოკატის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირების პროცესი ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებამდე შეჩერებულია.

ამასთან, თუ დემირელის კოლეჯის დაკავებული მენჯერის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება, ერქსტრადირების პროცესი შეწყდება.

შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics