06:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 12:31:39, 2247 ნახვა

სამართალი
დეკანოზი კახაბერ გოგიტიშვილი და დეკანოზი დავით ჭინჭარაული მამა გიორგი მამალაძეს ხვდებიან

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი კახაბერ გოგიტიშვილი და დეკანოზი დავით ჭინჭარაული იმყოფებიან.

ისინი ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძეს  ხვდებიან. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრა თავად ბრალდებულის სურვილით დაიგეგმა, რათა პატრიარქს „რაღაც“ გადასცეს. ციხეში შესვლამდე მათ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ დეკანოზს მოუსმენენ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics