15:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-25 12:04:40, 1884 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროსა და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილ სტუდენტებს უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი  წაადგებათ.

„დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ძალიან წაადგებათ ჩვენს დევნილ სტუდენტებს და ამავდროულად, სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვისაც. ბოლო წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია,  ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგებში მოხვდა და წლიდან წლამდე რეიტინგში მისი მაჩვენებელი უმჯობესდება. მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენც, თუნდაც მცირე წვლილის შეტანას შევძლებთ უნივერსიტეტის წარმატებებში“,-  განაცხადა სოზარ სუბარმა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო უნივერსიტეტს, პერიოდულად,  საგანმანათლებლო-სამეცნიერო ლიტერატურას გადასცემს.

თავის მხრივ, უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილ  სტუდენტებს შეარჩევს და სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

უწყების ცნობით, სამინისტროსა და  გერმანიის  რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას დახმარებით არქიტექტორისა და  ხელოვნებათმცოდნის,  პროფესორ კლაუს შვაგელის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უანდერძა, საქართველოში ჩამოვიდა.

 უნიკალური, სამენოვანი წიგნების ტრანსპორტირება კომპანია „ჰიპმა“ განახორციელა, რომელიც დევნილთა  სამინისტროსთან, მემორანდუმის საფუძველზე, წლების განმავლობაში თანამშრომლობს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics