|
2017-06-24 11:41:52, 1769 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სოფლად სახლი 293 დევნილ ოჯახს შეუსყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 293 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულეს. „პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ როგორც წესი, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები. ეს ნიშნავს, რომ დევნილი ოჯახი მხოლოდ სახლის მესაკუთრე კი არ ხდება, არამედ დამატებითი შემოსავლის წყაროც უჩნდება. „სოფლად სახლის“ პროექტი მომავალში კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. 2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა. პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო სახლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთით კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)