12:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 13:37:35, 2142 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: გაუგებარია, პრეზიდენტთან იყოს საბჭო, რომელიც შეიძლება, რჩევას აძლევდეს აღმასრულებელ ორგანოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს არანაირი აღმასრულებელი უფლება და შესაბამისად, გაუგებარია, მასთან დაქვემდებარებაში  რატომ უნდა  იყოს საბჭო, რომელიც შეიძლება, აღმასრულებელ ორგანოს რჩევას აძლევდეს.

„უშიშროების საბჭო იყო უფრო ქმედითი და ლეგიტიმური, როდესაც პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, როდესაც პრეზიდენტს ემორჩილებოდა თავდაცვის მინისტრი და ყველა ის მინისტრი, რომელიც შედის შემადგენლობაში. დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს არანაირი აღმასრულებელი უფლებები, შესაბამისად, გაუგებარია მასთან იყოს საბჭო, რომელიც შეიძლება რჩევას აძლევდეს იმ ორგანოს, რომელიც არის აღმასრულებელი და რომელსაც წესით არ აქვს არანაირი უფლებამოსილება. შესაბამისად, ეს უნდა შეიცვალოს",- აღნიშნა სუბარმა.

კონსტიტუციური პროექტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო უქმდება, მის ნაცვლად კი, საომარი მდგომარეობის შემთხვევაში,  ეროვნული თავდაცვის საბჭო ჩამოყალიბდება, რომელსაც პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics