|
2017-06-20 15:23:45, 926 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გიდების გადამზადება სრულდება
აჭარაში გიდების გადამზადება დასასრულს უახლოვდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჟამად, პრაქტიკული ტრენინგები მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გიდებს უტარდებათ. დღეს ისინი, ხულოში არსებულ ტურისტულ მარშრუტზე იმყოფებიან, სადაც სხალთა-ხიხანის და ხულო-გოდერძი-მწვანე ტბის მარშრუტს გადიან. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კი მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტის გიდებმა შუახევში ჩირუხის სათავგადასავლო ტური გაიარეს. მოინახულეს მარშრუტზე არსებული ტურისტული ადგილები - გულისა და ჩირუხის ტბები, ოლადაურის მუზეუმი, ოქროპილაურისა და დარჩიძეების ციხეები. ასევე გაეცნენ საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და მათ სერვისებს. პრაქტიკული და თეორიული ტრენინგები დაასრულეს ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადების მსურველმა გიდებმა. ისინი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ტრენინგისას მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეფასებას ელოდებიან. ივნისის ბოლოსთვის, პრაქტიკული ტრენინგს დაცული ტერიტორიებისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გიდებიც დაასრულებს, რის შემდეგაც მათი ცოდნაც შეფასდება. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. მაღალი შეფასებების მქონე გიდებს კი სააგენტო პოპულარიზაციას გაუწევს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)