13:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 21:41:39, 2640 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

კენსინგტონსა და „Chelsea Town Hall“-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ლონდონში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ხანძრისას დაზარალებულთათვის დახმარებას ითხოვენ.

60-მდე პირი, აღნიშნული მოთხოვნით, საკონსულო შენობაში შეიჭრა.

აქციის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, უსახლაკაროდ დარჩენილ ადამიანებს თავშესაფარი დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ.

სპეციალური შეხვედრისას, ტერეზა მეიმ, დაზარალებულთათვის შექმნილ ფონდში, 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ჩადება დაანონსა, თუმცა ამ დრომდე დახმარება არავის მიუღია.

შეგახსენებთ, გადაუდებელი სამსახურები მესამე დღეა, რაც სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.
სახანძრო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ გადარჩენილების პოვნა ვეღარ მოხერხდება, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სამძებრო სამუშაოების გაგრძელება ბრძანა.

მიუხედევად პრემიერის ბრძანებისა, პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ამოცნობა შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics