15:43 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 16:20:41, 1940 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ვენეციის კომისიამ ძალიან მყარად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით

„ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრული თანხმობა იქნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი სისტემა სრულ შესაბამისობაში იქნება არჩევნების თანასწორობის პრინციპთან.

„დღეს ვენეციის კომისიამ ძალიან მყარად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ თვეების განმავლობაში. ჩვენი მიზანი იყო ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნებოდა სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებდა ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობას და ეს მიზანი დღეს დაადასტურა ვენეციის კომისიამ. ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას. რაც შეეხება საარჩვენო სისტემას, საარჩევნო სისტემასთან გვექნება ჩვენ სრული თანხმობა, კერძოდ, ჩვენ წარვადგინეთ ის მოდელი, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა, ბონუსს დაედება ძალიან მკაცრი ზღვარი იმისთვის, რომ არ გვქონდეს ჩვენ გადახვევა საარჩევნო თანასწორობის პრინციპთან, და ეს დადასტურდა ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ახალი სისტემა იქნება სრულ შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან, არჩევნების თანასწორობის პრინციპთან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics