15:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 11:13:21, 2268 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისთვის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან 114 მილიონი დოლარი გამოიყოფა

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 16-17 ივნისს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება.

2016-2017 წლებისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  დიმიტრი ქუმსიშვილი ორმხრივ შეხვედრას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) და ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან გამართავს. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვა ბანკის წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით. 

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოა.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics