07:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 16:36:46, 1776 ნახვა

საზოგადოება
25 ივნისს ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით, 25 ივნისს, ვაკის პარკში, 13:00-17:00სთ, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება.

სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია 14 ივნისიდან იწყება და 24 ივნისამდე გაგრძელდება - ინფორმაცია ამის შესახებ მედიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ, დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის დამფუძნებელმა ანა ნავდარაშვილმა მიაწოდეს.

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. სპეციალურად ფესტივალისთვის კომპანიებმა 700 - ზე მეტი ღია პოზიცია წარმოადგინეს, მათ შორის, სტაჟირების მიმართულებითაც. ფესტივალი მიზნად ისახავს დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას.

სპეციალურად, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალ Job Fest-ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე Worknet.gov.ge-ზე ახალი სოფტი შეიქმნა. მისი მისამართია www.jobfest.ge. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები აქ უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია შესაძლებელია www.ssa.gov.ge-ზე ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის ბმულზეც. ასევე: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში (სამუშაო დღეებში 10:00-17:00 სთ). რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ ფესტივალზე დასასწრებ JOB fest-ის ბარათს. JOB fest-ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია www.studentjob.ge -ზე, რაც სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ გაეცნოს ვაკანსიებს და დასაქმების ფესტივალზე პირდაპირ უკვე შერჩეულ კომპანიებთან მივიდეს და გაესაუბროს. ახალგაზრდები ფესტივალზე უნდა გამოცხადდნენ სარეგისტრაციო ბარათით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და პირადი რეზიუმეთი - cv (რამდენიმე ეგზემპლარით).

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. ღონისძიებაზე დამსაქმებლები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში იქნებიან წარმოდგენილი. გარდა ამისა, ვაკის პარკის ერთ ნაწილში მოეწყობა „წარმატების კუთხე“, სადაც შესაძლებელი იქნება, სპიკერების გამოსვლების მოსმენა კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სტუდენტებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia), რომელსაც ახორციელებს ფონდი კრისტალი PH International-თან და მისო კრისტალთან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პალიტრა მედია ჰოლდინგი. ღონისძიებას წყლით უზრუნველყოფს წყალი „სნო“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics