2015-04-18 15:06:27, 515 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: პროექტს „ძლიერი რეგიონი-ძლიერი საქართველოსთვის“ გამოცოცხლება უნდა მოჰყვეს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტ „ძლიერი რეგიონი-ძლიერი საქართველოსთვის“ გამოცოცხლება უნდა მოჰყვეს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა რაჭაში ადგილობრივ ბიზნესმენეთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგიონი რესურსების თვალსაზრისით ერთ-ერთი ძლიერი რეგიონია.
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენბთან შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრა რაჭა-ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალზე და ტურიზმის განვითარებაზე.
როგორც მან აღნიშნა, ამბროლაურში უნიკალური კარსტური მღვიმე აღმოაჩინეს, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს.
ამასთან, პრემიერმა ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ბუნებაზე, ჰიდრორესურსებზე და ჰიდროენერგეტიკაზე ხაზგასმით ისაუბრა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამბროლაურში შესაძლებელია ბალნეოლოგიური კურორტი შეიქმნას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან