|
2017-06-13 10:47:54, 2316 ნახვა
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან ორი წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)
13-14 ივნისის სტიქიიდან ორი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა. გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა. მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებებიც. სტიქიის ზონაში თბილისის მერიამ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები განახორციელა. დედაქალაქის მთავრობის შესაბამისმა სამსახურებმა 480 დაზარალებული მოქალაქე სასტუმროებში განათავსეს და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. საჭიროებისამებრ, დაზარალებულ მოქალაქეებს გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, გადაეცათ მედიკამენტები და საკვები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა. ახალგაზრდები სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ჩაებნენ. უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივაც. სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები, როგორც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, ასევე, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და ბანკებმა გადარიცხეს. მერიის ინფორმაციით, სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით, 26 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დღეისთვის სრულად აღდგენილია. აღსანიშნავია, რომ მდინარე ვერეზე წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა დაამონტაჟა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



































ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)