06:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 09:34:36, 1916 ნახვა

საზოგადოება
ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა. 

მისმა გუნდმა „გოლდენ სტეიტმა“  სუპერფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129-120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი, მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო და მისმა მონაგარმა 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შეადგინა.

ცნობისთვის, ზაზა ფაჩულია საქართველოს ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics