22:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 12:17:19, 2236 ნახვა

სამართალი
ავთანდილ ხურციძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.

როგორც დაკავებულის დედა მაყვალა ხურციძე აცხადებს, ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

„მივმართავ ხელისუფლებას, რომ დაეხმაროს რამენაირად. არასოდეს არავინ არ დამხარებია არაფერში, ახლა მაინც დაეხმარონ და გამოუშვან. ვინც არ უნდა იკითხოს, სადაც არ უნდა იკითხოს, ავთანდილზე ცუდს არავინ იტყვის“, - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ლევან მაყაშვილს, ადვოკატის თქმით, მას სავარაუდოდ ორშაბათს გაათავისუფლებენ,





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics