|
2017-06-09 18:57:43, 2658 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა უცხოური ინვესტიციით შექმნილი სხივური მედიცინის ცენტრი დაათვალიერა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უცხოური ინვესტიციით შექმნილი სხივური მედიცინის ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მან დაათვალიერა უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა, რომელსაც ერთდროულად 150-მდე პაციენტის მომსახურება შეუძლია. ჰოსპიტალის საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ ლარია. კლინიკაში 30 ადამიანი დასაქმდება. ცენტრში დანერგილი აპარატურა საშუალებას იძლევა, ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მაღალეფექტური მკურნალობა. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საზღვარგარეთის კლინიკებში აღნიშნული მომსახურებით საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. „დღეიდან შესაძლებელია, რომ ეს მომსახურება მათ გაეწიოთ ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ახლადგახსნილი კლინიკა საქართველოში ახალი სამუშაო ადგილებისა და დამატებული ღირებულების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. კლინიკის გახსნას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)