22:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 18:07:20, 2478 ნახვა

სამართალი საზოგადოება
Birja Mafia-ს წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ბადრი შონიამ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ პატიმრობის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულს ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. მიხეილ მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს.

მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ მგალობლიშვილის დაკავება ჯგუფის ვიდეო კლიპს და ამ კლიპში პოლიციელის გაშარჟებას უკავშირდება. ნარკოტიკული საშუალება კი როგორც ადვოკატი აცხადებს, მგალობლიშვილს პოლიციელებმა ჩაუდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics