10:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 17:29:41, 2543 ნახვა

მსოფლიო
გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან შეხვედრას ითხოვს

საქართველოში გადატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ Meydan.Tv იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, შესაბამისი მოთხოვნა ჟურნალისტის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა გააჟღერა.

მუხთარლი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მედია საშუალებების მეშვეობით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეო მასალები უნდა გაავრცელოს.

გარდა ამისა, მედია საშუალების ინფორმაციით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო ჟურნალისტის სურვილთან დაკავშირებით ინფორმირებულია.

საელჩოში აცხადებენ, რომ ელჩი თეიმურაზ შარაშიძე, თბილისში რამდენიმე დღით გაემგზავრა და აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ მედიასთან შესაბამის კომენტარს გააკეთებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics