22:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 13:00:09, 2105 ნახვა

სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა  ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.

"ორი კვირის განმავლობაში მზადდებოდა სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზის მიმართ ცილისწამების, პატივის, ღირსების შელახვის თაობაზე სარჩელი ამ დღეებში, შეიძლება ხვალაც შევიდეს, არ არის გამორიცხული“,-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ცნობისთვის, დღეს ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება. დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც დაესწრება. ომბუდსმენი საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics