09:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 16:00:30, 755 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა უჩაშონას გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

სამუშაოების შესრულების პროცესს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ესწრებოდა.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო - ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 8638 კვ.მ. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით 670 სოფლის მკვიდრი და არაპირდაპირი გზით კი 3000- მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

„აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“, - აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში.

პროექტის ღირებულება 482.000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics