02:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 20:37:04, 2000 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო „ჟორდანიას კლინიკის“ გახსნას დაესწრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „ჟორდანიას კლინიკის“ გახსნას დაესწრო და განახლებული სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა .

„ვივო მედიქალ ჯგუფში“ გაერთიანებული კლინიკა სრულად განახლდა და გარემონტდა. კლინიკის მთავარი მიმართულება რეპროდუქტოლოგია-გინეკოლოგიაა.

განახლებულ სამედიცინო ცენტრში რეპროდუქციასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი. კლინიკაში ბავშვთა გინეკოლოგიის მიმართულებაც დაინერგა. ცენტრში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მოქმედებს. უნაყოფობის და უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ესპანურ რეპროდუქციულ ცენტრ IVI-სთან თანამშრომლობით შემუშავდა. „ჟორდანიას კლინიკა“ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 1958 წლიდან ფუნქციონირებს. „ვივო მედიქალ ჯგუფში“  ის 2016 წელს  გაერთიანდა.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics