01:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 14:51:54, 1608 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე დევნილთა შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დევნილთა პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან ჩართული.

„ჩვენ სახალხო დამცველის აპარატთან გვაქვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, დევნილთა პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით,ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან ჩართულები. ჩვენთვის ასევე ცნობილია ის გამოწვევები, რაზეც საუბარია ანგარიშში, ვინაიდან ჩვენ უშუალოდ ვმუშაობთ ამ პრობლემებზე. სახალხო დამცველის რეკომენდაციები კი  გვეხმარება, რომჩვენი სამუშაოუფრო მეტად ეფექტურად განვახორციელოთ.  ჩვენ გვაქვს პროგრესი და ეს ასახულია ანგარიშშიც, მიუხედავად ამისა,კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით“,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში  მიმოხილულია ომბუდსმენის საქმიანობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის მიმართულებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში.

სახალხო დამცველი ასევე არის დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics