23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 12:54:13, 1793 ნახვა

საზოგადოება
აუდიტის სამსახური: საბიუჯეტო ორგანიზაციებში პრემიები მცირდება, ხოლო დანამატები იზრდება

2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი შენიშვნა სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატებს შეეხება.

როგორც უწყების მოხსენებაშია აღნიშნული, ამ კუთხით ხარჯები 2014-2016 წლებში მზარდია.

კერძოდ, 2016 წელს ჯამურად „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსრებმა 321,758 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 6%-ით, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელზე 11.2%-ით მეტია.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს პრემიის სახით გაცემული შრომის ანაზღაურება 5.1%-ით შემცირდა, ხოლო დანამატის სახით გაცემული თანხები 9.5%-ით გაიზარდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და აუდიტის სამსახურის მოხსენებას დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics