|
2017-06-05 18:08:34, 1599 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენმა მთავრობას კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ პირებს შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ მოუწოდა
საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) 12 იანვრის განცხადების საფუძველზე, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და საქართველოს მთავრობას დისკრიმინაციული პოლიტიკის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებელი თ.მ., რომლის ინტერესებს სახალხო დამცველის წინაშე EMC წარმოადგენდა, მიიჩნევდა რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით არსებული რეგულაცია მას დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებდა ერთი მხრივ, სოციალური პაკეტის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებთან შედარებით, რომლებიც დასაქმებულნი არიან (სურვილი აქვთ დასაქმდნენ) კერძო სექტორში და მეორე მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებულ (დასაქმების მსურველ) სოციალური პაკეტის მიმღებ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შედარებით, რომელთაც კანონმდებლობა არ უზღუდავს სოციალური პაკეტის მიღების უფლებას საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს, დადგენილი სტატუსიდან გამომდინარე გააჩნია განსაკუთრებული საჭიროებები, შესაბამისად მათი ინტერესი მიიღონ კანონით გათვალისწინებული სოციალური პაკეტი არ უნდა იყოს დასაქმების სექტორზე დამოკიდებული. სახალხო დამცველმა გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიმართ საქართველოს მთავრობის მხრიდან ადგილი აქვს პირდაპირ დისკრიმინაციას დასაქმების სფეროს ნიშნით. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ერთნაირი შეზღუდვის მქონე პირებს აქვთ თანაბარი საჭიროებები, შესაბამისად, მათი ინტერესი მიიღონ გათვალისწინებული სოციალური პაკეტი – არის თანაბარი. მთავრობის დადგენილების მოქმედების პირობებში განმცხადებელს ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება, რაც უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს. სახალხო დამცველმა დაადგინა პირდაპირი დისკრიმინაცია დასაქმების სფეროს ნიშნით და რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვებთან თანაბრად უზრუნველყოს სოციალური პაკეტით. საქართველოს მთავრობა ვალდებულია 20 დღის ვადაში განიხილოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს განხილვის შედეგები. EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის აღსრულებისათვის და ეფექტიანად აღმოფხვრას საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული დისკრიმინაციული მიდგომები.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)