23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 13:48:57, 2526 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
პარლამენტში დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

აღნიშნულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე, ქართული ენის უფლებრივ მდგომარეობაზე მსჯელობდნენ. 

დაპირისპირება დეპუტატ ადა მარაშანიას განცხადებას მოჰყვა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია სსხდომის დახურვას ითხოვდა, რამაც სხდომის მონაწილეების პროტესტი გამოიწვია.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, ის სხდომას დატოვებს თუ ის არ დაიხურება. ერთ-ერთმა დეპუტატმა ადა მარშანიას მიმართა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს. 

"დაასაბუთედ, რატომ უნდა ვიჯდე მე ციხეში?! მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები", - აღნიშნა მარშანიამ. 

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. კომიტეტის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძემ სხდომა დახურულად გამოაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics