23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-04 18:13:15, 1933 ნახვა

საზოგადოება
ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 5-6 და 7 ივნისს ხანომკლე წვიმაა ნავარაუდევი. თუმცა, ჰაერი +30-დან +34 გრადუსამდე გათბება.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.

დედაქალაქ  თბილისში ხვალ +28 გრადუსი სითბო და ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება, 6 ივნისს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო 7 ივნისს, +33 გრადუსი სითბო იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ბარში სინოპტიკოსები ხვალ უმეტესად უნალექო ამინდსა და +32 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, 6 ივნისს ზოგიერთ რაიონებში ხანომოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, ტემპერატურა +34 გრადუსამდე აიწევს, ხოლო 7 ივნისს +28 გრადუსი სითბო და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +27- +30  გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics