10:10 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 09:53:20, 2002 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მერობის კანდიდატად კალაძის დასახელებაზე: ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მმართველ გუნდში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის.

„ჯერჯერობით კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. იყო გარკვეული წინასწარი ინფორმაცია გაჟღერებული, თუმცა ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ოფიციალურად წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი. ეს მოხდება მოგვიანებით და ამის შემდეგ გვეცოდინება, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი. ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ. ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის მას შემდეგ, რაც კანდიდატი ოფიციალურად იქნება დასახელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics