22:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 11:13:10, 2243 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ალი: რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს, საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს

„რუსეთის მცოცავი ანექსია აბსოლუტურად მიუღებელია“,-ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალის თქმით, ასამბლეა მუდმივად გმობს საქართველოს ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ ვაგრძელებთ და მხარს ვუჭერთ  ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოში, ეს არის ჩვენი  თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ასამბლეა მუდმივად გმობს, მიუღებელ ოკუპაციას  აფახაზეთსა და  „სამხრეთ ოსეთში“. რუსეთი ყოველდღიურად  ცდილობს საქართველოს  მეტი  და მეტი მიწები მიიტაცოს   და გააძლიეროს თავისი  წარმომადგენლობა და  თავისი ზეგავლენა  საქართველოში. ჩვენ რამდენიმე დღის წინ იქ ვიყავით და ვნახეთ ადმინისტრაციული საზღვარი, სასაზღვრო ზოლი და რუსეთის მცოცავი ანექსია აბსოლუტურად მიუღებელია, დეკლარაცია გვექნება, ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით, ეს იქნება მტკიცე მხარდაჭერა. ეს იქნება გამოხატულება ჩვენი, რომ საქართველო ნამდვილად ნატო-ს ოჯახის წევრი უნდა გახდეს და იმედი მაქვს, რომ ეს მიღებული იქნება უმრავლესობის მიერ და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ჩვენ აბსოლუტურად კონსოლიდირებული აზრი გვაქვს საქართველოსთან  დაკავშირებით“,-განაცხადა ალიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics