22:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 13:12:31, 1898 ნახვა

კომენტარი
პაოლო ალი: საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, თუმცა ადგილზე დაძაბულობა არ იკლებს

„ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, თუმცა ადგილზე დაძაბულობა არ იკლებს“,-ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ჟურნალისტებს ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისში განუცხადა, სადაც დელეგატებთან ერთად იმყოფებოდა.

პაოლო ალის თქმით, ხვალ  ფინალურ სესიაზე საქართველოს შესახებ დეკლარაციას დაამტკიცებენ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს:

„ჩვენ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად აკონტროლებს ვითარებას რუსეთის ფედერაცია. გავეცანით რუსეთის საჯარისო ნაწილების ზუსტ რიცხვს არა მხოლოდ აქ, აფხაზეთის ტერიტორიაზეც. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ როგორ კონტროლდება სიტუაცია. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, თუმცა ადგილზე დაძაბულობა არ იკლებს. ხვალ ჩვენ ფინალურ სესიაზე მივიღებთ დეკლარაციას საქართველოს შესახებ, თუმცა  უჩვეულოა ასეთი რეზოლუციის მიღება.ასევე, უჩვეულოა ის, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში გვიწევს სესიის ჩატარება. ეს გამონაკლისია ჩვენს პრაქტიკაში, მაგრამ ეს ხდება საქართველოსთვის ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.დეკლარაცია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, თუმცა მას ხვალ დავამტკიცებთ. ნატო და ნატო-ს საპარლამერნტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს“,-აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics