2015-04-15 15:29:59, 497 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ბრალეულობა მოეხსნა
„ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ბრალეულობა მოეხსნა“,-ასე გამოხმაურა ყოფილი მაღალჩინოსნის ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო იტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
მისივე თქმით, ის ბრალდებები, რომელიც ადეიშვილს წარდგენილი აქვს არ გაქარწყლებულა.
„ის, რომ ბატონი ადეიშვილი თავს არიდებს დღემდე გამოცხადებას და მართლსაჯულების წინაშე წარსდგომას, სასამართლო წესით თავისი უდანაშულობით დადასტურებას, ეს მე პირადად მიღრმავებს და მიძლიერებს ეჭვებს, თავისთავად სტატუსის მინიჭება და ძებნის პროცედურიდან ამოღება ეს არ ნიშნავს, რომ ბრალეულობა მოეხსნა ადეიშვილს და ეს არ ნიშნავს, რომ ის ბრალდებები, რომელიც მას აქვს წარდგენილი გაქარწყლებულია“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან