11:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 14:09:07, 632 ნახვა

სამართალი
ჩიტაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მე-3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩიტაძის ქუჩაზე  მომხდარ ინციდენტში მონაწილე სავარაუდოდ, მე-3 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

პოლიციელებმა პიროვნება 47-ე სკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსის სადარბაზოდან გამოიყვანეს. სავარაუდოდ, ის მე-2 სართულზე საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. არც დაკავებულს  და არც სამართალდამცველებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

47-ე სკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე  სადარბაზო  ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
ადგილზე ამ დრომდე რჩება პოლიცია.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩიტაძის ქუჩაზე 1 პირის დაკავება  დაადასტურეს,   თუმცა ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 2 პირის დაკავების   შესახებ, რომელსაც მედიის წარმომადგენლები შეესწრნენ,  ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, უწყება დღის განმავლობაში განცხადებას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 47–ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის საათებში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა სამი მასრა ამოიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics