|
2015-04-15 11:37:12, 485 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: მრცხვენია, რასაც ვებრძოდი წინა ხელისუფლების დროს, იგივე ხდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე მიმდინარე პროცესს "თავისუფალი დემოკრატების" წევრები ესწრებიან. როგორც პროცესის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ ჩანს და რცხვენია, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად, პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდება. "ამ საქმეში არნაირი მოტივი არ ჩანს, არანაირი დანაშაულის ნიშნები არ ჩანს. ძალიან მრცხვენია იმისა, რასაც ვებრძოდი წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ იგივესთან გვაქვს სქმე",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ანალოგიურს აცხადებს "თავისუფლი დემოკრატების" კიდევ ერთი წევრი ნინო გოგუაძე. გოგუაძე დარწმუნებულია, რომ დაკავებული 5 თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსანის უდანაშაულობა დამტკიცდება. "ეს არის პოლიტიკური საქმე. ამაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა. ვიცით და გვჯერა, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები და სასამრთლო აუცილებლად დაადგენს მათ უდანაშაულობას და ყველას, ვინც ეს საქმე შეუკვეთა, მომავალში საზოგადოებაც და მართლმსაჯულებაც მოსთხოვს პასუხს",-აღნიშნა ნინო გოგუაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 სექტემბერს დააკავა. მათ 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად. პროკურატურის მიერ დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)