15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 12:25:30, 1850 ნახვა

კომენტარი
გიგაური თორდიას ცემაზე: თუ გამოძიება არ დასრულდება, ეს იქნება გზავნილი უწყებებისთვის, რომ პრობლემურ საკითხებზე არ იმუშაონ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარის ეკა გიგაურის შეფასებით, ის რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხელაძე ამ დრომდე დაკითხული არ არის, დიდ პრობლემას წარმოადგენს.

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გამოძიება ბოლომდე არ დასრულდება, ეს იქნება კონკრეტული გზავნილი ყველა დამოუკიდებელი სამსახურის და უწყების მიმართ, რომ მათ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების მიმართ არასდროს იმუშავონ. 

"ეს იქნება ტესტი სახელმწიფოსთვის, რომ კონკრეტული პასუხი გასცეს ასეთი ტიპის ქმედებას. საუბარი მიდის ახლა სხვა ნაწილზე. მთავარია, რაზე მიდიოდა მოკვლევა აუდიტის სამსახურში. ჩართული იყო თუ არა ამაში ფარცხალაძის კომპანია და რა როლი ჰქონდა ამაში თბილისის მერიას. აქ საუბარია სავარაუდოდ კორუფციაზე და საქმე უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics