08:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 12:25:52, 519 ნახვა

საზოგადოება
ელგუჯა ხოკრიშვილი წყლის მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციას დაესწრო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი კორეაში, ქ. გიონგჯუში წყლის მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციას დაესწრო.

გარემოსა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო წყალი-საკვები-ენერგია ნექსუსის თემაზე გამართული მრგვალი მაგიდის სხდომაში. მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე და ეროვნულ დონეზე წყლის რესურსების პოლიტიკის შემუშავების ეტაპზე ინტერსექტორალური თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მინისტრებმა ასევე იმსჯელეს უსაფრთხო სასმელი წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობის, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის, წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების მართვის, წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და წყლის საკითხებში განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე.

მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციაზე ორმოცდაათამდე ქვეყნის წყლისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია სადაც, კიდევ ერთხელ წარმოდგენილია წყალთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის საკითხი და აღნიშნულია პოსტ 2015 განვითარების დღის წესრიგში წყალთან დაკავშირებული მიზნისა და შესაბამისი ამოცანების შეტანის მნიშვნელობის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics