13:10 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 12:22:39, 1420 ნახვა

სამხედრო
51-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის  51-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 ქართველ სამხედროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა და ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ სამშვიდობოებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე  6 თვის განმავლობაში   მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

51-ე ბატალიონის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. რამდენიმე კვირაში 51-ე ბატალიონის სრული პირადი შემადგენლობა  სამშობლოში იქნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics