15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 13:31:53, 2056 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: საქართველო ტურისტებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთ–ერთი უსაფრთხო ქვეყანაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს  გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების 52% ფიქრობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალ დონეზე ყველაზე თვალნათლივ ტურისტების რაოდენობის ზრდა მიუთითებს.

"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის საფრთხეები, რაც არსებობს დღეს მსოფლიოში ტერორიზმთან დაკავშირებით. ამის საფუძველს ასევე მაძლევს ის მზარდი პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოს აქვს ტურიზმთან დაკავშირებით. წელს ჩვენ გაცილებით მეტ ტურისტს ველოდებით. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ როგორც ვიზიტორები, ისე ამ ქვეყნის მოქალაქეები, თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ", - განაცხადა იზორიამ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics