04:30 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 12:13:01, 1510 ნახვა

საზოგადოება
14 მაისს, თბილისში ზოგიერთ გამზირსა და ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის კამპანიის უსაფრთხოების კვირეულის და ევროპის დღეების ფარგლებში, თბილისში ველო-გარბენი - „გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართება.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით 14 მაისს ზოგიერთ გამზირსა და ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარბენის დროს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდება: ი. ჭავჭავაძის გამზირზე, პ. მელიქიშვილის გამზირზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. მოძრაობა ასევე შეიზღუდება აღნიშნული გამზირების და თავისუფლების მოედნის მკვეთ ყველა ქუჩაზე.

ველო-გარბენი სტარტს ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებს და თავისუფლების მოედანზე დასრულდება", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics