01:43 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 08:04:18, 2296 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობა გადადგა

საფრანგეთს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მთავრობის გადადგომა არის ტრადიციული ფორმალობა და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

ფრანსუა ოლანდი პრემიერ-მინისტრისათვის ბერნარ კაზნიოვისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს: „მინდა გაცნობოთ, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე, თქვენ შეასრულოთ მთავრობის მეთაურის მოვალეობა“. 

ცენტრისტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი დაამარცხა, საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 14 მაისს ოფიციალურად დაიკავებს. მაკრონს ახალი მთავრობის წარდგენის თარიღი, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics