08:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 15:30:10, 2109 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით ჩატარდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკენ - ჩვენი და არამარტო ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ამავე იდეას ემსახურება საქართველოს შს სამინისტროს მიერ 1 წლის წინ დაწყებული კამპანია - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. ჩვენი კამპანიის ფარგლებში, ამჟამად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული მიმდინარეობს, რომელიც უერთდება გაერო-ს გლობალურ ინიციატივას - „შეანელე“. მე ყველა იმ ადამიანის გვერდით ვარ და ვიქნები, ვინც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საქმეში თუნდაც მცირე წვლილს შეიტანს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს ის გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიმოქმედოთ. ჩემთვის დასავლური ღირებულებები სწორედ ასეთი შეგნებიდან იწყება და იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებას ყველა გაიზიარებს“, - განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მღებრიშვილმა.

ღონისძიებაში საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ნილს სკოტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი, საქართველოში შვეიცარიისა და პოლონეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მიზანი იყო საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების განხილვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics