23:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 10:35:40, 1962 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ბობ კორკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორმა ბობ კორკერმა, კომიტეტის სახელით, დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ითქვა, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება რეგიონალურ გამოწვევებს და ინარჩუნებს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორ ბობ კორკერს, როგორც საქართველოს მეგობარს და გულშემატკივარს, სხვადასხვა დროს მის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics