01:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 10:16:57, 2345 ნახვა

საზოგადოება
ტყიბულის მაღაროდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ტყიბულის მაღაროდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების ამოყვანა ერთი საათის წინ მოხდა.  გარდაცვლილები ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და უბედური შემთხვევა მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოების  წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics